covid-19მსოფლიოშიპროტესტი

პროტესტი ბერლინში

ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების განცხადებით, შეზღუდვები ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას ლახავს.

„ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ“, — ამ შეძახილების ფონზე ცეკვავდნენ პროტესტის მონაწილეები. დანარჩენები პლაკატებით მარშირებდნენ და სკანდირებდნენ — „ჩვენ ვხმაურობთ, რადგან თავისუფლებას გვართმევთ“.

აქციაზე შეკრებილთა უმრავლესობას ნიღბები არ ეკეთა. გერმანია ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით კორონავირუსის გამო ნაკლებად დაზარალდა. 200 000-ზე მეტი ინფიცირებული აღირიცხა, დაახლოებით 10 000 კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 193 600.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სომალის დედაქალაქში სასტუმროზე თავდასხმას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში დეოლიგარქიზაცია დაიწყო

საპროტესტო აქცია შუშის სასახლესთან (ფოტო/ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი