კრიმინალი

პროკურატურამ «კანონიერი ქურდობის» წევრობის ფაქტზე 2 პირს ბრალი წატუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისა“ და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე თ.გ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე გ.გ.-ს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდის“ — თ.გ.-ს მითითებით და ხელმძღვანელობით, „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. თურქეთიდან დაუკავშირდა საქართველოში მყოფ მამას, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს — ა.გ.-ს და საქართველოში, ბიზნესსაქმიანობით დაკავებული მ.ყ.-სთვის ოჯახის წევრების გატაცების მუქარით, თანხის გამოძალვის ორგანიზება მოახდინეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ესპანეთში 23 ადამიანი დააკავეს «რუსული მაფიის» საქმეზე. რა არის ცნობილი ამის შესახებ?

Joni Kvaracxelia

ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს

დატოვე კომენტარი