განცხადებები

„პროვოცირება ხდება ხელოვნურად… ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ტაქტიკაა»-აკაკი ზოიძე

«ქართული ოცნების» დეპუტატი აკაკი ზოიძე  სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის წევრების დაკავებას  გამოეხმაურა.

„პროვოცირება ხდება ხელოვნურად იმისთვის, რომ მერე აი, დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ და თქვან, რომ ხელისუფლება ტერორს აწარმოებს და ზონდერგუნდები ჰყავს. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ტაქტიკაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან პერიოდში ჩაივლის, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდიც. ჩვენს ოპონენტებსაც იგივეს მოვუწოდებთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, რომ სიმშვიდე უზრუნველყოს. ეს ბრალდებები ცნობილია, ტაქტიკაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ წარმოაჩინონ თავი დაჩაგრულებად, იმიტომ, რომ ამომრჩეველი ზოგადად სიმპათიით არის ხოლმე განწყობილი დაჩაგრულის მიმართ. ეს არის ძალადობით ცნობილი რეჟიმის წარმომადგენელი ხალხი და რაზე არის ლაპარაკი,“ — განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ამ ნაძირლებს ამისი საშუალებას როგორ აძლევთ…»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

roma sajaia

«ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ»-სააკაშვილი გაბუნიას პასუხობს

ადა მარშანიას აზრით რუსეთი საქართველოს მტერი არ არის (ვიდეო)

დატოვე კომენტარი