პროტესტი

პრემიერიერ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას ჩანაწერის ავთენტურობის შემთხვევაში-არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანს შეიცავს.

როგორც 14 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში უნდა დაისვას ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.

«ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნას შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს.

გავრცელებული ჩანაწერის ერთერთი სავარაუდო თანამონაწილეა მოქმედი პრემიერ მინისტრი, რომელიც არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი. ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

Loading…

ამავე დროს, რთული წარმოსადგენია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა დაიმსახუროს საზოგადოებრივი ნდობა, სანამ პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ და რომელთაც საგამოძიებო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თანამდებობებზე დარჩებიან.

ამ ეტაპზე, კრიტიკულად აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი», — აღნიშნულია განცხადებაში.

NGO-ები მოუწოდებენ ირაკლი ღარიბაშვილს დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და ცხადი პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

ასევე, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერმინისტრს მოსთხოვოს განმარტებები. ისინი აცხადებენ, რომ გავრცელებული ჩანაწერი და მასში პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მონაწილეობა უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი.

«მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად. საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ეს პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ. აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს პროცესში დამოუკიდებელ დამკვირებელთა/ექსპერტთა ჩართულობა და გადაიდგას ყველა სხვა ნაბიჯი, რაც აუცილებელია გამოძიების სანდოობის გასაზრდელად», — ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ხელმომწერი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საზოგადოება და ბანკები; მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG); ცენტრი ემპათია​; ღია საზოგადოების ფონდი; მედიაკლუბი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია.

paqtebi.ge

 

მსგავსი პოსტები

ქართული ოცნების ლიდერები, პარტიის რიგებს ტოვებენ

ჩინეთმა ნენსი პელოსის წინააღმდეგ სანქციები ტაივანში ვიზიტის შემდეგ დააწესა

ხმაური იყო გვიან ღამით ისანში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი