განცხადებებიპოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს კონგრესს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა აშშ-შ კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებაზე. ოპოზიცია მიესალმება მარგველაშვილის ინიციატივას.

 

„დღეს შეიქმნა საქართველოსთვის ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა ჩვენი საკითხების და პრობლემების წინა პლანზე წამოსაწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლების და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი არ გამოვა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების მწვავე აუცილებლობას. სამი კვირა გავიდა და პარლამენტს ჯერაც ვერ მიუღია სანქციების პაკეტი. სანქციების პაკეტის არმიღების შემთხვევაში, თეორიული შანსიც, რომ ამ საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს საკითხი მოხვდეს არ იარსებებს,“ — განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა.

პრეზიდენტის ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის სახელით კი  თინათინ ბოკუჩავამ შეაფასა:

„განსაკუთრებით მისასალმებელია პრეზიდენტის ეს განცხადება პრემიერის განცხადების ფონზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის ხაზს ატარებს, რომელიც პასუხისმგებლობას ხსნის რუსეთს, ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“.

შეგახსენებთ, რომ კონგრესში გამართულ კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკასთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების განმტკიცების მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სწორედ მხარდამჭერი აქტის მიღება იქნება.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილს, როგორც „მგუდავს“ ამჯერად მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი ჰყავს მიზანში ამოღებული გასაგუდად»-ნიკა მელია

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

“იმათი დედაც, ვინც…” — გიორგი გაბუნიას მონოლოგი

დატოვე კომენტარი