მსოფლიოში

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს დაუბრუნოს ომის დროს გაძარცული კულტურული ფასეულობა

პოლონეთის პრეზიდენტმა, დუდამ ნაცისტების მიერ გატაცებული კულტურული ფასეულობების რაოდენობა მილიონამდე შეაფასა. მან გაიხსენა, რომ პოლონეთში ნაცისტების ოკუპაციის დროს დაანგრიეს არქიტექტურული შენობების 70 პროცენტი.

გერმანიასთან კეთილმეზობლური ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 წლის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მოუწოდა ბერლინს, რომ უფრო ენერგიული ძალისხმევით მოეკიდონ ორ ქვეყანას შორის შერიგებისა და რთული წარსულის გადასალახად. ხუთშაბათს, 17 ივნისს, ვარშავაში, გერმანიისა და პოლონელი ახალგაზრდების მონაწილეობით გამართულ სადისკუსიო ფორუმზე, დუდამ მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მასზედ, რომ წინა შეხვედრაზე შტაიერმა პოლონელებს ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა გერმანიის მიერ პოლონეთში ჩადენილ დანაშაულებებზე.

”ასეთი სიტყვები აძლიერებს მეგობრობასა და შერიგებას”, — თქვა დუდამ და აღნიშნა, რომ საჭიროა კონკრეტული ქმედებებიც. კერძოდ, პოლონეთის პრეზიდენტმა გერმანიას შესთავაზა დიალოგის დაწყება ნაცისტების მიერ პოლონეთის ოკუპაციის დროს გაძარცული კულტურული ფასეულობების დაბრუნების თაობაზე. დუდამ მათი რაოდენობა მილიონამდე შეაფასა. პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპაციის დროს, პოლონეთში არქიტექტურული ნაგებობების 70 პროცენტი განადგურდა.

«მნიშვნელოვანია ამ საკითხების მოწესრიგება. ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შერიგების პროცესის დასრულების მიზნით. გერმანია-პოლონეთის ურთიერთობებში არ უნდა არსებობდეს ცარიელი ადგილები, ტაბუდადებული თემები და სიცრუე», — აღნიშნა ანჯეი დუდამ.

დუდამ არ მოითხოვა რეპარაცია

ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა არ დააფიქსირა ვარშავის მოთხოვნები მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებისთვის მისი ქვეყნისთვის ანაზღაურების შესახებ. პოლონეთის მმართველი ეროვნულ-კონსერვატიული პარტიის, «კანონისა და სამართლიანობის» თავმჯდომარემ, იაროსლავ კაჩინსკიმ,რეპარაციის მოცულობა რამდენიმე ასეულ მილიარდ ევროდ შეაფასა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას მხოლოდ მოკლედ გამოეხმაურა დუდას კრიტიკას. ”ისტორია მნიშვნელოვნად ამძიმებს გერმანია-პოლონეთის ურთიერთობებს”, — განაცხადა მან. შტაინმაიერმა ნდობის აღდგენისკენ მოუწოდა და დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ფართო თანამშრომლობა, რაც შესაძლებელი გახდა 30 წლის წინ მეზობლობის ხელშეკრულების ხელმოწერით.

”ჩვენი ქვეყნების რთული ისტორიის ფონზე, ეს ხელშეკრულება საჩუქარია, რომელიც დაცული უნდა იყოს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გერმანიასა და პოლონეთს შორის პარტნიორობა გამყარებულია”, — თქვა შტაინმაიერმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს, აუცილებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია მორატორიუმის დაძლევა- დიმიტრი მედვედევი

ევროკომისია ახალ პირობებს ასახელებს

ჩეხეთში შეზღუდვების დაწესება იგეგმება

დატოვე კომენტარი