კრიმინალი

პოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით პოლიციის მიერ დაკავებულია  წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და მასთან ერთად ორი პირი.

ორივე დაკავებულს ბრალად ედება დანაშაულის დაფარვისა  და  დანაშაულის შეუტყობინებლობა:

„გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.დ. და გ.კ. მიმდინარე წლის 12 ივლისს თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი გ.ს.-ს მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ. მათ იცოდნენ მომხდარი მკვლელობის დეტალები, თუმცა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებს არ შეატყობინეს და ბრალდებულს მიმალვაში შეუწყეს ხელი. მათი დახმარებით, გ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და ამჟამად ძებნილი ე.მ. წალენჯიხაში ჩავიდა და უ.მ.-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში 2 დღის განმავლობაში იმალებოდა. იგი უ.მ.-ს დახმარებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფარულად გადასვლას გეგმავდა“, — წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ნაძალადევში ბინა გაძარცვეს

ზუგდიდში რესტორანი «სამეფო» გაქურდეს

ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

დატოვე კომენტარი