განცხადებებიმსოფლიოში

პოლიტიკური ოპონენტის გაჩუმების მიზნით «ნოვიჩოკი» კიდევ ერთხელ გამოიყენა კრემლმა — ჯო ბაიდენი

«კრემლმა კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი საყვარელი იარაღი — „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება, რათა გააჩუმოს პოლიტიკური ოპონენტი. თავდასხმის მეთოდი არ ტოვებს არანაირ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, ვის უნდა დაეკისროს ამაზე პასუხისმგებლობა — და ეს რუსეთის სახელმწიფოა. ნავალნის მკვლელობის მცდელობა ბოლო ინციდენტია დისიდენტების, გამომძიებელი ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური ლიდერების მკვლელობებისა და მოწამლვების ჯაჭვში პუტინის მმართველობის პერიოდში. ეს არის რუსეთის რეჟიმის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც იმდენად პარანოიდულია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ ეგუება.

კრემლი ფიქრობს, რომ ამისთვის დაუსჯელი დარჩება. დონალდ ტრამპმა პუტინთან დაპირისპირებაზე უარი თქვა, ისევე როგორც უკომენტაროდ დატოვა დაზვერვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის ფულად ჯილდოს სთავაზობდა. მას ჯერაც არაფერი უთქვამს ნავალნის მოწამლვაზე. ტრამპის სიჩუმე დანაშაულში თანამონაწილეობის ტოლფასია. თეთრ სახლში ტრამპის ყოფნისას ამერიკელები უფრო ნაკლებად არიან დაცულები. პრეზიდენტის რანგში მე გავაკეთებ იმას, რაზეც ტრამპი ამბობს უარს: ვიმუშავებ პარტნიორებთან ერთად, რათა პუტინის რეჟიმმა თავის დანაშაულებზე პასუხი აგოს“, — აცხადებს ბაიდენი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილს და სააკაშვილს შორის გრძელდება ფარული პიროვნული თანამშრომლობა და ალიანსი…»-ნათელაშვილი სააკაშვილზე

roma sajaia

«ის ახლა უსამართლო სასჯელს სწორედ რომ თავის სამშობლოში იხდის…“-ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მიმართვა

ნათელაშვილი საპატრიარქოს: «თქვენ ემსახურებით ვერცხლს, თქვენ ვაჭრობთ ღმერთით» (ვიდეო)

დატოვე კომენტარი