განცხადებები

პლატფორმა «სტრატეგია აღმაშენებელმა» საარჩევნო კამპანია გახსნა

«ქუჩაში რომ გახვალ, ნებისმიერ ადამიანს უჩნდება კითხვა — რა გვეშველება? რა ვქნათ?
ეს კითხვა არავის არ ასვენებს. ყველგან სიღარიბე და გაჭირვებაა.
ქვეყანა კრიზისიდან გამოსაყვანია. ამ საერთო საზრუნავმა შეგვკრიბა. ჩვენი გაერთიანებაც ამ მიზნით მოხდა.
ვიფიქრეთ და დავსვით კითხვა — რა გვჭირდება?
გვჭირდება სიახლე; ახალი, სახელმწიფოებრივად, ეკონომიკით აშენებული ქვეყანა, კანონით და სამართლით, რომელიც არ გვაქვს და რომელიც თავზე ჩამოგვამხო „ქართულმა ოცნებამ“.
გვაქვს ძალიან ლამაზი ქვეყანა, ნიჭიერი ხალხით და არაფერი ხელში არ გვაქვს!
მდიდარი კულტურა, მწერლობა… რა გვაკლია?
გვაკლია ერთი რამ:
30 წელია ვიღაც თაღლითი პოლიტიკოსები ერთ წრეზე ატარებენ ქვეყანას. დღემდე მათ ვერ მოვერიეთ.
რატომ?! ვინ ვართ, რომ ვერ მოვერიეთ? ჩვენ ხომ ნიჭიერი ხალხი ვართ?
2 წლის განმავლობაში ვუყურებ ახალგაზრდა რეფორმატორ გიორგი ვაშაძეს;
რამდენჯერ გამარჯობა ვუთხარი, იმდენჯერ პროექტიო, მითხრა.

გამარჯობა, გიორგი,- პროექტი, ქალბატონო თაკო!
მივხვდი, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულია, რომ რაღაც გააკეთოს.
8 წელი თავზე ჩამოგვემსხვრა, არათუ ოცნება, სახელმწიფო ინსტიტუციები.
ვიფიქრე ასე:
ნორმალური თაობა რომ გაგეზარდოს, უნდა მისცე განათლება;
განათლება რომ მისცე, უნდა მისცე სახსრები;
სახსრები ვერ გექნება, თუ არ გაქვს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა;
ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა რომ გვქონდეს, არ უნდა იყოს კორუფცია;
კორუფცია რომ არ იყოს, ქვეყანაში უნდა იყოს კანონი და სამართალი, რომელიც არ არის.
ეს ჩვენ შვილებს და მომავალ თაობას გვინადგურებს.
ჩვენ მრავალხმიანი ხალხი ვართ.
ეს დაშლის შეკრება კი არ არის, არამედ ეს არის მრავალხმიანობის და მრავალფეროვნების შეკრება. » — განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მთელი დღე ქუჩაში იდგა და მელოდებოდა…მეორე დღეს მამა გარდაიცვალა, ვერ ვნახე…სიკვდილი მინდოდა»-ლელა წურწუმიას სევდიანი ისტორია (ვიდეო)

გერმანიის შს მინისტრისთვის გაუგებარია თუ რატომ ჭიანურდება არალეგალების დეპორტაცია

Joni Kvaracxelia

სალომე ზურაბიშვილი ვალების ჩამოწერაზე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი