განცხადებები

«პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი»-სალომე ზურაბიშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა, რომ  კულტურული მარშრუტები ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია, რომელიც ევროპას დაანახებს, რა არის საქართველო და რამდენად ევროპულია საქართველო.

«ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ. პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი»,- განაცხადა  ზურაბიშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

დავით ზილფიმიანი: ნიკა მელიას მამამ სტენტები ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერ დავუჭერ

პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ამ დღის შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ქვეყანაში-ირაკლი ღარიბაშვილი

რატომ არ ემართება ყველას კოვიდი?-გიორგი ღოღობერიძის განმარტება (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი