covid-19

პირველ ეტაპზე მხოლოდ 14000 პირი აიცრება

უკვე შერჩეულია 14 ათასამდე ადამიანი იმ კრიტერიუმებით, რაც შედგენილი იყო. ანუ ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირები, რომლებიც კოვიდთან მუშაობენ და მათთან უკვე დაიწყება კომუნიკაცია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნა სპეციალური პორტალი, სადაც იმ ადამიანების მონაცემებია ატვირთული, ვინც პირველ ეტაპზე უნდა აიცრას. პირველ ეტაპზე Pfeizer-ის ლიმიტირებული 29 250 დოზა უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლო დეკადაში და ამის შესახებ კოვაქსთან ყოველდღიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. ამისთვის სახელმწიფო სერიოზულად მოემზადა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კოვიდი ინდოეთში: ათობით გვამი დაცურავს მდინარე განგაში

ევროკავშირი, კორონავირუსისგან დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

ირანი კორონავირუსის პირობებში

დატოვე კომენტარი