covid-19

პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ სინოფარმით ან სინოვაკით აცრა — ამირან გამყრელიძე

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა. ქვეყანას არა აქვს ვაქცინა და მათ ვისაც უწევს მეორედ აცრა, აიცრებიან…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, «ასტრაზენეკის» ვაქცინის მოწოდების პროცესში გარკვეეული შეფერხება შეიქმნა, რის გამოც ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტია.

გამყრელიძის განმარტებით, AstraZeneca-ს ვაქცინები ივნისში უნდა შემოსულიყო, თუმცა ამ დროისთვის, დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, როდის იქნება ვაქცინა.

«მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდგომ, მოწოდების ვადა გადავიდა ივნისზე. ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იქნა, რომ მოგვეწოდებოდა ივნისის 22-ში. მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ შეგვექმნა დაახლოებით 4-5 ათასამდე ასტრაზენეკის ვაქცინის დეფიციტი»,- თქვა გამყრელიძემ.

პირებს, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინაზე არიან დარეგისტრირებული, მათ ვისაც პირველი დოზა უნდა მიეღო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინას შესთავაზებს, ხოლო მათთვის, ვისაც ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება უწევთ, შესაბამისი მარაგი აქვთ.

Loading…

მსგავსი პოსტები

დე ფაქტო აფხაზეთში კორონავირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა

ლევან ვარშალომიძის მამას კორონავირუსი აღმოაჩნდა, თვითონ ლევანს კი არა

რა შემთხვევაში იქნება დაშვებული რუსული ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნებში

დატოვე კომენტარი