covid-19

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდის

ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნილია და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდის. ვითარებას ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი გაეცნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად მოხდა ზვავების ხელოვნური ჩამოშლა და ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 450-500 სატვირთო მანქანას შეუფერხებლად ატარებს.

იმედინიუსი

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა

ოკუპირებულ აფზაზეთში კოვიდინფექციის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

«იკვეთება ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების ნიშნები»

roma sajaia

დატოვე კომენტარი