covid-19განცხადებები

«პირბადის ტარება მომავალში ნორმად იქცევა»

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესმდივნის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, პირბადის ტარება მომავალში ნორმად იქცევა. მისივე თქმით, ადამიანებს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევთ. „ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს და ჩვენ არ ვიცით, ექნებათ თუ არა იმუნიტეტი იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როდის გვექნება ვაქცინა, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, რისკჯგუფში შემავალ ადამიანებზე ზრუნვა, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ შევაჩეროთ გავრცელება. მაგალითად, 25 წლის წინ ყველამ გავიგეთ შიდსის და სექსთან მისი კავშირის შესახებ. ამის გამო ძალიან ბევრმა შეცვალა ცხოვრების წესი და ახლა განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ“, — განაცხადა დევიდ ნაბარომ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ღამურებზე და ჩინელებზე ღლიცინს და წყევლა-კრულვას მოეშვით, წიგნები აიღეთ და განათლდით. და წესიერი მთავრობები მოიყვანეთ!»-ქართველი, რომელიც ჩინეთში დარჩა

«შევხვდი ამერიკის მოვალეობის შემსრულებელს» — სალომე ზურაბიშვილი(ვიდეო)

17 მაისს ქართულმა ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი