კრიმინალი

პირადი ცხოვრების უკანონოდ მოპოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა 18 აგვისტოს გაგრძელდება

Joni Kvaracxelia

ივანიშვილმა 1 ევკალიფტის ხის გადასატანად 100-ზე მეტი მრავალწლიანი ხე გადაჭრა და ადგილობრივები ქარსაცავის გარეშე დატოვა

პროკურატურამ მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო

დატოვე კომენტარი