ანალიტიკაპუბლიკაციები

პედოფილია — როგორც ნარკოტიკული და ალკოჰოლური სიგიჟე (ექსკლუზივი)

ემილიანო ვენტო — იტალიის ეროვნული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის „მანიაკალური ქცევის ფსიქოლოგიის“ განყოფილების წამყვანი სპეციალისტი სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე. ის უკვე ინფორმირებული იყო, თუ რა მოხდა საქართველოში.
ვრცელი ჩანაწერის გაშიფვრა და თარგმანი მხოლოდ ნაწილობრივ შევძელი.
გთავაზობთ ინტერვიუს ძალიან შემოკლებულ ვარიანტს:
ვინ არის პედოფილი?
პედოფილი გასაუპატიურებლად ემზადება… გაუპატიურების დროს უკვე მანიაკია რადგან განიცდის ისეთ ემოციურ გამოტყორცნას, რომელიც ძალიან გავს ნარკოტიკული თრობისას განცდილს, რადგან ამისკენ დიდი ხანი მიდიოდა და განახორციელა. სათქმელს დავასწრებ, იმის მიხედვით, რაც საქართველოში პედოფილებმა ჩაიდინეს, შვილი პედოფილი მამა პედოფილის მსხვერპლად უნდა ვივარაუდოთ. ქართველ კოლეგებს არ შეეშლებათ, გამოავლინონ, რომ თავის დროზე მამა შვილზე ძალადობდა შეშინებული ყავდა და მიზეზი ეს არის:
ზოგადად სექსუალური აქტი ინტიმური იმდენად პირადულია, ნორმალურ პირობებში მასზე არავინ ესწრება, მეტიც, არც კი საუბრობენ. აქ განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა შვილის გაუკუღმართებულ ქცევას ხედავდა მამა, ნიშნავს, რომ მას მუდმივად უთვალთვალებდა, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მასზე ძალადობდა და ჰყავდა დაუსრულებელ ტერორში.
ეს არის პრეცენდენტი მსგავსი ტიპის მანიაკის ავადმყოფი ფსიქოლოგია ასეთია:
სრულიად წარმოუდგენელი პატარა ბავშვთან -ერთხელ განხორციელებული აქტის შემდეგ დაუსრულებლად აქვს სურვილი ისევ და ისევ კვლავ და კვლავ განიცადოს ავადმყოფური ის სიამოვნება, რომლისკენაც მთელი სიცოცხლე მიდიოდა და ეს გამძაფრებული მოთხოვნილება სწორედ „სიმთვრალის“ მსგავსია, რომელიც უბიძგებს გააუპატიუროს კვლავ. ყოველ ჯერზე ინტერვალი გაუპატიურებებს შორის კლებულობს. ამ ფაქტის შემთხვევაში ბავშვის ტკივილის მიზეზი სწორედ ეს გახდა. რადგან ხანგრძლივი იყო ძალადობა, რომლის შეჩერება უკვე შეუძლებელი გახდა, რადგან ნარკოდამოკიდებულის მსგავსად განიცდიდა დაუსრულებლად ძალადობის გაგრძელების სურვილს.
რატომ?
ზოგადად პედოფილიისკენ მიდრეკილება ნორმალური ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ არის მუხრუჭები, რომელიც აჩერებს და არასდროს ჩაადენინებს, მაგრამ თუ ზღვარი გადაილახა უკვე მოთხოვნილება ისევ და ისევ იძალადოს დაიკმაყოფილოს საკუთარი ავადმყოფური დაუძლეველი დამოკიდებულება იზრდება იმ წუთიდან, როგორც კი ერთხელ დაარღვია სოციალური სტერეოტიპი, რომელიც მასში სუსტი იყო იოლად გადალახა. ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ — გენეტიკურია და ვიდეოდამოკიდებულება იმდენად მძაფრია პედოფილს ვეღარაფერი აჩერებს ძლიერად ეფლობა საკუთარ დამოკიდებულებაში, რადგან უკვე დაკარგული აქვს კავშირი რეალობასთან. მისი გონება ზუსტად ნარკოტიკის ან ალკოჰოლისადმი დამოკიდებულის ფსიქიკას უტოლდება: მოთხოვნილება მუდმივად იძალადოს დაუძლეველი ხდება… სიფრთხილესაც კარგავს და ზომასაც, რადგან ვიდეომეხსიერებით დაკმაყოფილების სურვილი უფრო და უფრო უმძაფრდება, მაგრამ იმ პირველად განცდილ კმაყოფილებას უკვე ვეღარ აღწევს და კონფლიქტი საკუთარ თავთან იზრდება, ამიტომ კარგავს კონტროლს.
მის ქცევას იმის გაუცნობიერებლობა მართავს, თუ რას სჩადის… მთავარია — სჩადის და სრულიად იშლება სოციალური ქცევის ნორმა.
მისთვის სწორედ ისე, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებული უმნიშვნელოვანესი მხოლოდ მისი პირადი კონკრეტული ეს მოთხოვნილება რჩება — ძალადობა განაგრძოს და დაიკმაყოფილოს, თუნდაც მთელი სამყარო აუმხედრდეს. მზადაა ყველას თვალწინ არ შეჩერდეს… აი, ასეთი მძაფრია პედოფილის მისწრაფება, რაც საშიში ხდება, რადგან სხვა რამე ყველაფერი რაც ნორმალურ ადამიანს ახასიათებს, მის გონებაში სწორედ ისეა წაშლილი, როგორც ნარკო და ალკოჰოლდმოკიდებულებში და სწორედ ამ დროს დეზორიენტირებულია, ქცევას ვერ აკონტროლებს და ქცევაზე დიდი დაკვირვება არ არის საჭირო, მასში პედოფილი შეიცნო.
პედოფილის ფსიქოლოგია როგორია?
პედოფილს სქესობრივი მიდრეკილება აქვს პატარა ბავშვებისადმი. მისი ფსიქოლოგიური სურათია ასე გამოიყურება: მიდრეკილება პატარებისადმი ჰქონდა ყოველთვის. მანადე საკუთარ თავს ბოჭავდა, ყოფნიდა ძალები. 30 წელს გადაცდება თუ არა მისი უინტელექტობა იჩენს თავს მთელი ძალით: მეგობრები პრაქტიკულად არ ყავს. თუ დაოჯახებულია ცოლთან ურთიერთობა აქვს ახლობლური დამოკიდებულების მსგავსი, ფიზიკური სიახლოვე ინტიმის გარეშე. ხშირად ყავს შვილები, არაერთი. ძირითადად დაბალკვალიფიცირებული სპეციალისტია და დაბალანაზღაურებადი სამსახურშია დაკავებული, ან საერთოდ არ მუშაობს, ან არ უნდა არანაირი სამუშაო, რადგან მის უკან ციხე იმზირება. და ეს კარგად იცის, მაგრამ ვერ აკავებს. ცდილობს საქციელის კარგად შენიღბვას. ცდილობს მეტ ხანს იყოს ბავშვებთან. დაკვირვებული თვალი იოლად შენიშნავს მის ხარბ მტაცებლურ, დაუმალავს სქესობრივ ცხოველისებურ სურვილნარევ მზერას პატრებისადმი. პედოფილები მოხალისეებად ეწყობიან საბავშვო ბანაკებში, წრეებში, სექციებში… მასწავლებლებად…
რა განსხვავებაა მანიაკსა და პედოფილს შორის?
მანიაკსა და პედოფილს შორის ის განსხვავებაა, რომ პედოფილისთვის საკუთარი ახირების შესრულება საკმარისია — არ მოკლავს. ჩვენი დაკვირვებით, პედოფილების მსხვერპლები ხდებიან ერთიდაიგივე ასაკის პატარები.
როგორ გამოვიცნოთ პედოფილი?
მის საცხოვრებელში იგრძნობა თუ რომელი ასაკის პატარა აინტერესებთ. პედოფილების ლექსიკაში ხშირია სიტყვები: „ანგელოზი“, „წმინდა“, „სუფთა“, „უცოდველი“… რომელსაც სათანადო ემოციით გადმოსცემს. ყოველ პედოფილს, უკლებლივ, აქვს პორნოგრაფია, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს.
ვინ არიან მსხვერპლები?
მათი მსხვერპლები ხდებიან ძირითადად ძალიან ახლობელი, ან შვილი, ან ახლობლის შვილი, მეზობელი, ობოლი, ინვალიდი — ყველაზე ხშირად ეს უკანასკნელი. ანებივრებენ საჩუქრებით, სთავაზობენ გასეირნებას კინოში, ზოოპარკში, პლიაჟზე… პედოფილები „ნატიფი“ ფსიქოლოგები არიან, როგორც ყოველი დამნაშავე, სარგებლობენ ბავშვების გულუბრყვილობით იციან მთავარია მსხვერპლის ნდობის მოპოვება. პატარებს მოსწონთ, როცა მოზრდილები მათ უფროსებივით იქცევიან, აზრს ეკითხებიან და ენის მოჩლექით არ ელაპარაკებიან. ამაზე ბევრად მეტი იციან მანიაკმა პედოფილებმა იციან, მათ ცნობიერებაზე მანიპულირების გზები, დაშინებას როდის უნდა მიმართონ, როგორ მოიმხრონ, როგორ დაარწმუნონ, რომ უკვე მოზრდილებია არიან. პატარები ენდობიან მათ, ვინიდან მათ შორის აღმოცენდება ფენომენი, რომელიც „სტოკჰოლმის სინდრომის“ სახელით არის ცნობილი.
რას განიცდის პედოფილი?
შეტევის დროს სიბრალული არა აქვს. როცა მიზანს მიაღწევს — დიახ. გრძნობს სიბრალულს, სირცხვილს, ხანდახან დანაშაულის გრძნობას, როცა გონს მოდის. მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება და ე.წ. „აფექტის“ დროს, ყველაფერი ავიწყდება. ამასთან იცის, რომ დანაშაულს ჩადის, და ყოველ ჯერზე საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ეს უკანასკნელად ჩაიდინა. თუმცა გადასარევად იცის, რომ ტყუის, რადგან რასაც სჩდის აკეთებს სცენარის მიხედვით, რომელსაც წინასწარ გეგმავდა.
რატომ არ ამხელენ, რა ემართებათ ბავშვებს?
მათში აღმოცენდება „სტოკჰოლმის სინდრომი“, რომელიც გულისხმობს მწამებლისადმი სიმპათიას. პედოფილი მომთმენია, სცენარის განხოციელებამდე ყველაფერს აკეთებს ფრთხილობს, იჩვევს მიდის მიზნისკენ, ირჩევს და ყოველთვის აღწევს და რაც მთავარია, ის ყოველთვის ერთზე მეტ დანაშაულს ჩადის, რადგან ერთხელ ჩაიდინა, ვეღარაფერი გააჩერებს.
არის თუ არა პედოფილია სიგიჟე?
ცხადია, პედოფილია — ფსიქიურად აშლილობაა. შეიძლება ნორმალური იყო კიდეც თავის დროზე, მაგრამ მასზე განხოციელებული ძალადობა მის ფსიქიკას შლის. სამწუხაროდ დიდი ფსიქოლოგიური სამუშაოები სჭირდება მსხვერპლებსაც.
მადლობთ.

ქეთევან ჩემია, მილანი

Loading…

მსგავსი პოსტები

«რას ნიშნავს ივანიშვილის გადაწყვეტილება ახალ მინისტრთა კაბინეტში გახარიას პრემიერ მინისტრად და ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნის შესახენ?»

Joni Kvaracxelia

აღარ უნდა დაფიქრდეთ ძირეულ მიზეზებზე ბოლოსდაბოლოს?

გზა სასაფლაომდე

დატოვე კომენტარი