განცხადებები

პატრიარქი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა

«წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან.

ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.

„ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ! «-აღნიშნულია განცხადებაში

Loading…

მსგავსი პოსტები

«მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს «ქართული ოცნების» გუნდის გაძლიერებას»-თეა წულუკიანი

«ღირსების მარში» აღარ გაიმართება «Tbilisi pride» -ის განცხადება

«მეუფეების განცხადება, რომ შევაფასო ჩემ თავს არ მივცემ ამის უფლებას»-ზურაბიშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი