Uncategorized

პარტიას «მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე გახდა.ამის შესახებ მოძრაობის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა. ნატო ჩხეიძის თქმით, მან შემოთავაზება მოძრაობისგან მიიღო, რომ ყოფილიყო მათი პოლიტიკური ლიდერი: «იმის გამო, რომ ეს მოძრაობა არის დიდი და მძლავრი გაერთიანების წევრი, რომელსაც ჰქვია ძალა ერთობაშია და რომელსაც ძალუძს ამ ცუდი მთავრობის შეცვლა და გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში უკვე მოახერხა მან, რომ მთელი რიგი თემები დაეთმობინებინა ივანიშვილის რეჟიმისათვის». -განაცხადა ჩხეიძემ.

შეგახსენებთ რომ «მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის» 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა. პარტია ოპოზიციური გაერთიანების «ძალა ერთობაშია» წევრია. თავად ნატო ჩხეიძე 2016 წელს პარლამენტში «პატრიოტთა ალიანსის» სიით მოხვდა.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი გარდაიცვალა

Joni Kvaracxelia

აშშ ლგბტ პირებისთვის ვიზებს გააუქმებს

კვლევა, რომელმაც საქართველოში ქორწინების მთავარი მიზეზი გამოავლინა

დატოვე კომენტარი