განცხადებები

«პარლამენტის 80%-ს ეზიზღება კობახიძე და ერთი, ბიძინა ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდებიან, რომ თავ-ყბა დაუნგრიონ»-ხუხაშვილი

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა «პალიტრანიუსის» გადაცემაში «ნიუსრუმი» არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და «ქართულ ოცნებაში» მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:

«კობახიძე არის უბრალოდ, ინსტრუმენრტი რომლის მეშვეობითაც, ასე ვთქვათ, ძალადობრივი აქტები
ტარდება. მოდი, გადავხედოთ ეს რატომ არის ეფექტური?! ეფექტური იმიტომაა, რომ «ქართულ ოცნებას» რომ გადავხედოთ, ვინ არიან დღეს დარჩენილები?! ესენი არიან მაჟორიტარები, ანუ ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით გადადიან, ვინ არის ხელისუფლებაში. ისინი ბოლომდე იქნებიან ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ მათი ამოცანა პოლიტიკა ხომ არ არის?! მათი ამოცანაა საკუთარი ბიზნესის «დაკრიშვა» პარლამენტში ყოფნით და ღილაკზე ხელის დაჭერით. ბოლოს გაირკვა, რომ 3-4 მოწვევის მაჟორიტარები სხედან იქ და თურმე, ისიც ვერ გაურკვევიათ, რა ფერის ღილაკს უნდა დააჭირონ. ესენი არიან აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები, რომლებიც ბოლომდე იქნებიან იქ. რა არის მეორე სეგმენტი? ესენი არიან უპერსპექტივოები, რომლებიც დიახ, წავიდოდნენ. კობახიძე ძალიან არ უყვართ, დარწმუნებული ვარ პარლამენტის 80%-ს ეზიზღება კობახიძე და ერთი, ბიძინა ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდებიან, რომ თავ-ყბა დაუნგრიონ, დარწმუნებული ვარ, რომ წავლენ, მაგრამ სად წავიდნენ?! მათ პოლიტიკური ფასი ამ ბაზარზე არ აქვთ, ეს ხალხი ვის რაში სჭირდება», — განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

ჯო ბაიდენს არ მოუგია არჩევნები-დონალდ ტრამპი

«ვაპირებთ, რომ მესამედაც გავიმარჯვოთ არჩევნებში 2020 წელს…»-ზაქარია ქუცნაშვილი

არ ვისურვებდი, რომ ჩემს გუნდში ვინმეს ცისარტყელის ფერებში გაკეთებული სამკლაური ეკეთოს — ჯენარო გატუზო

დატოვე კომენტარი