განცხადება/მიმართვა

პანიკის საფუძველი არ არის…სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში-მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.

“ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს რაც ხდება – ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ…

არც კლინიკები არ არის გადავსებული და ამ კუთხით არც არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს. კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივლოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება”- განაცხადა აზარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

“რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია”-ქადაგიშვილი პენტაგონის გადაწყვეტილებაზე

roma sajaia

გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს, შეიცვალოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის კვალიფიკაცია

“ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს“-ილია მეორე

დატოვე კომენტარი