covid-19განცხადებები

ოქტომბრის დასაწყისიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაახლოებით 330 სკოლაში განახლდება

ოქტომბრის დასაწყისიდან საკლასო ოთახებში სწავლა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 330 სკოლაში განახლდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, ამ სკოლებში საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

„აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა დაახლოებით 330-332 სკოლაში. ასე არის დათვლილი მაღალმთიან და სოფლის სკოლებში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. წინასწარ მონაცემებს გეტყვით, რომ ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, თუ რამდენ ადამიანს, სკოლის მოწაფეს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენ მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი ამ სკოლებში. ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ 330-332 სკოლაში აუცილებლად სწავლა აღდგეს, რადგანაც იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

დანარჩენზე ასევე ჩამოვაყალიბეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ე.წ უსაფრთხო სკოლებისა და უსაფრთხო უნივერსიტეტების კონცეფცია და დღეს, ხვალ, ზეგ ეს კონცეფცია განათლების სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იქნება განხილული. იქ ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, თუ სხვა სკოლებში, იგივე მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკოლებში ან დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. ამაზე გვაქვს ჩვენი შეხედულებები, ვჯერდებით განათლების სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. შემდეგ ამას განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

10 თვის ბავშვის დაინფიცირების წყარო უცნობია

„გუშინ ქალბატონმა თეამ პოლიტიკურად გააფარჩაკა ოპოზიცია»-სესიაშვილი

Joni Kvaracxelia

კორონავირუსის 7 ახალი შეთხვევა საქართველოში

დატოვე კომენტარი