ანალიტიკაპუბლიკაციები

ოქროს ადამიანი

ხშირად მსმენია: ჩვენი ხსნა განათლებაშია!
ე.ი. რა გამოდის? ბევრ წიგნს წავიკითხავთ და საქართველოსაც ეშველება? არ ვიცი, არა, მგონი…
აქ ,,ფეისბუქზე“ ზოგი მეტად ნაკითხი ავტორიტეტი ასე ასრულებს ხოლმე თავის აზრს-სტატუსს: ,,თქვე უკულტურო სირებო, როდემდე უნდა იყოთ ამ სიბნელეში ჩარჩენილნი? ქართველებმა რა იცით, რა არის ევროპა, ცივილიზაცია…“ . აქ ისაა საინტერესო, დამლაიქებლები რატომ არ იღებენ ამ შეფასებას საკუთარ თავზე, თავად რა, იაპონელები არიან?
იმავეს ვხედავ ტელეეკრანზეც – საკუთარ მენტალური უპირატესობითა და პროგრესულობით აღფრთოვანებული წამყვანები დასცინიან მოწვეულ სტუმრებს.
მოკლედ, ესენი არიან ,,გემოვნების გრაალის მცველი რაინდები“, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ იციან!.. მართალია, გაურკვეველია, რა საიდუმლო ცოდნას ფლობენ, მაგრამ რატომღაც შეფასების ჭეშმარიტი კრიტერიუმები მხოლოდ მათ იციან და შ…ცი თუ გინდა!
მართალი გითხრათ, საზიზღარი სანახაობაა, რომელიც გაიძულებს, მომენტალურად, თუნდაც შენთვის მიუღებელი პიროვნების მხარეზე გადახვიდე.
მე ადამიანის ზნეობრიობის ჩემი ჩამონათვალი და თანმიმდევრობა მაქვს: ჯერ თავმდაბლობა, შემდეგ წესიერება, მერე ცხოვრებისეული გამოცდილება, ბოლოს კი, გამბედაობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის განათლება.
პირველი ოთხი – გვრიგვინია ნებისმიერი განათლებისა. მათ გარეშე წიგნიერება ფუჭია და მხოლოდ სიამაყისა და სხვაზე უპირატესობის მოპოვების ვნებაში გამოიხატება. ეს დამცინავი სიფათები და მენტორული ტონი კი, როგორც ვთქვი, ამაზრზენია… ან საუკეთესო შემთხვევაში – სასაცილო.
არის კიდევ სიყვარული, მაგრამ ეს იმდენად იშვიათი, ალბათ, ღვთიური ნიჭია, რომ აქ არც ვისაუბრებ.
ახლა, ეს ყველაფერი რატომ დავწერე?..
არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ღმერთი გვიგზავნის. მათთან შეხვედრის შემდეგ ხვდები, რომ არასაკმარისად თავმდაბალი და უბრალო ხარ, წესიერებაც გაკლია, ხოლო სიყვარული არც გქონია, არც გაქვს და დიდი ალბათობით, არც მომავალში გექნება…
მე ამ ადამიანებს – ,,ოქროს ადამიანები“ ვუწოდე. მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ რამდენიმე თუ შეგხვდება ასეთი. ბევრის მომცემია მათი ხილვა – საკუთარ თავზე დაგაფიქრებს…
სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა.

ზურა ოდილავაძე

Paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ერთადერთი თხოვნა აქვთ — »ღირსეულად დახვდით ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს და არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა»

Joni Kvaracxelia

შვილი

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

დატოვე კომენტარი