ჯანდაცვა

ორთქლი, ნიორი და სხვა საოჯახო საშუალებები COVID-19-ის წინააღმდეგ: ბუნებრივი = უსაფრთხო?

კორონავირუსმა გულგრილი არავინ დატოვა. მან საკუთარი შესწორებები შეიტანა მილიონობით ადამიანის ცხოვრების წესზე. ეს ასევე ეხება საკარანტინო და პირადი დამცავი საშუალებების გამოყენებას და სოციალური დისტანციის შენარჩუნებას, აგრეთვე ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებებს.

დალიეთ ცხელი წყალი და «კორონავორუსი» არ გემუქრებათ

პანდემიის დასაწყისიდან სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ახალგაზრდა ექიმის წერილი (ზოგიერთი წყაროს თანახმად — იური კლიმოვი, სხვების აზრით — ვიტალი კაცმანი) ცხელი სასმელების დალევის მოთხოვნით, რადგან ვირუსი იღუპება 26-27 ° С ტემპერატურაზე.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა: თუ ვირუსი კვდება 26 ° C ტემპერატურაზე, მაშინ რა საშუალებით აღწევს ის ადამიანის სხეულში, რომლის ტემპერატურა 36,6 ° C არის, თუმცა ეს მისთვის საკმარისი არ არის, ის ამ ტემპერატურასაც ზრდის? აშკარაა, რომ ვიღაცას უბრალოდ ეზარებოდა კარანტინში და მან თავად იპოვა გასართობი, ამგვარი სისულელეების სოცქსელებში დაგზავნით. მაგრამ ხალხი ამას იღებს და გულწრფელად სჯერა მათ მიერ მიღებული შეტყობინებების.
რა არის ცუდი ცხელი წყლის მიღებაში? — იკითხავთ თქვენ. პასუხი ასეთია. პირველი ის, რომ ადამიანები იწყებენ პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას «ცხელი წყლის» და ფაქტიურად სვამენ მდუღარე წყალს. აქედან გამომდინარე, პირის ღრუს დამწვრობა, საყლაპავის და ა.შ. ალბათ მათ მიაჩნიათ, რომ დამწვრობა ჯობია «კორონას».
მეორეც, მაშინაც კი, თუ ისინი თბილ წყალს სვამენ, ეს ფაქტიც არ არის ცუდი, რადგან მოგეხსენებათ, წყალი სიცოცხლის წყაროა, ამიტომაც ვირუსის დროს მიღებულია ბევრი სითხის მიღება. ამასთან, ადამიანი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ თუ ის ბევრ წყალს დალევს, ის აუცილებლად დაიცავს თავს ვირუსისგან და ეს მას უსაფრთხოების ცრუ განცდას აძლევს. ის წყალს ეყრდნობა და საჭიროდ აღარ თვლის ხელების დაბანას, ნიღბის ტარებას, სოციალური დისტანციის შენარჩუნებას და ა.შ. რატომ, თუ მაინც არ შემეხება ვირუსი? ფიქრობს ის.
უნდა ისუნთქოთ თუ არა ცხელი ორთქლით?

მოდით, აქ დავტოვოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის ცნობილი ექსპერტის, დოქტორ კომაროვსკის კომენტარი თავის Telegram არხზე:

”მე მხოლოდ თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ უჯრედის შიგნით არსებული ვირუსის გასანადგურებლად საჭიროა უჯრედის მოხარშვა. ცხელი ორთქლის სუნთქვა კი არის სასუნთქი გზების დამწვრობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ მსგავს სისულელეებს … «.

ნიორი იცავს SARS-CoV-2- ს

ნივრის მიმდევრები ნებისმიერი დაავადების დროს ურჩევენ წვრილად დაჭრილი ნივრის წყალთან ერთად მიღებას. ცარიელი კუჭის ქვეშ. ეს იწვევს საყლაპავის, კუჭის გაღიზიანებას, დისკომფორტს, ვითარდება გულძმარვა. შემდეგ კი, მთელი დღის განმავლობაში უკვირთ, რატომ ტკივათ კუჭი, საიდან მოდის გულძმარვა და როგორ შეილება მისი ჩაქრობა. და იწყებენ უფრო მეტი ნივრის მიღებას. ჩაკეტილი წრე.
დიახ, ნიორში არის გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა ინფექციების საწინააღმდეგოდ მოქმედებას, მაგრამ ისინი მცირე რაოდენობითაა. ეფექტის მისაღწევად კი საჭიროა მიიღოთ ათობით კილოგრამი ნიორი.

მაგალითად, არსებობს მტკიცებულება, რომ ნიორს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება და აქტიური ნაერთები (ალიცინი, ალილის სპირტი და დიალულ დისულფიდი) ეხმარება სტაფილოკოკის აურეუსსა და სალმონელას წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, არ აღმოჩნდა, რომ მას აქვს ანტივირუსული თვისებები და მისი სარგებლობის შესახებ კვლევა ARVI– სთანაც კი საეჭვოა, ამიტომ არ არსებობს ცალსახა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ის ხელს შეუწყობს COVID-19– თან ბრძოლას.

Loading…

სოდა ცარიელ კუჭზე

სხეულის «ალკალიზაციის» თაყვანისმცემლები აცხადებენ: ყველა დაავადება გამოწვეულია მაღალი მჟავიანობით და თუ ამ მჟავიანობას მოიცილებთ, იმუნიტეტი გაიზრდება და არც ერთი დაავადება არ შეგეხებათ. ყველაფერი ასე მარტივად, რომ ყოფილიყო, ახლა განუკურნებელი იმუნოდეფიციტი არ გვექნებოდა. და თუ მართლა მოახერხეთ სისხლის pH– ის შეცვლა ალკალოზის მიმართულებით („ალკალიზაცია“), მაშინ უთუოდ მოხვდებით რეანიმაციაში.
მოდით დავუბრუნდეთ ისევ სოდას. რატომ არის ის საშიში?
ფაქტია, რომ როდესაც სოდა ხვდება კუჭში, მაშინ თავიდან იგი ნამდვილად ანეიტრალებს მარილმჟავას და, შესაბამისად, ამცირებს კუჭის მჟავიანობას. ეს არის ის ეფექტი, რომელზეც „ალკალიზატორები“ იმედებს ამყარებენ. მაგრამ ჩვენ უფრო გვაინტერესებს, რა მოხდება შემდეგ.
დროებითი ალკალიზაციის ეფექტის შემდეგ ხდება ე.წ. «მჟავის რიკოშჩეტი». კუჭის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მარილმჟავას წარმოებაზე, როგორც კი «შეიტყობენ», რომ მისი (მარილმჟავას) რაოდენობა შემცირდა, იწყებენ კიდევ უფრო მეტი მარილმჟავას გამოყოფას (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ანდრეი საზონოვის წიგნი «მითები ჩვენს სხეულზე. პრიმიტიული კითხვების მეცნიერული მიდგომა»).
შედეგად, მჟავიანობა კიდევ უფრო იზრდება, ვიდრე სოდის მიღებამდე იყო. ამას კარგი არაფერი მოჰყვება. ჩვენი სხეული საკმაოდ ჰარმონიული გარემოა, რომელშიც ყველაფერი ჩვეულებრივად გაწონასწორებულია. ამიტომ საჭირო არ არის ჯანსაღ სხეულში ჩარევა, თუნდაც კეთილი ზრახვებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანს მიაყენებთ საკუთარ სხეულს.

ასკორბინის მჟავა- პანაცეა

ლინუს პოლინგი, ორჯერ ნობელის პრემიის ლაურეატი, ცოცხალი, რომ იყოს ალბათ ისევ მოუწოდებდა ხალხს ასკორბინის მჟავის მეგადოზების მიღებისკენ კორონავირუსის წინააღმდეგ. თუმცა ის შეცდებოდა და მისი მიმდევრები დღემდე ცდებიან. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის ცნობილმა აპოლოგეტმა პიტერ ტალანტოვმა დეტალურად დაწერა C ვიტამინის მომხრეების მცდარ გზაზე თავის წიგნში „0,05. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა მაგიიდან უკვდავებისკენ სწრაფვამდე ”.

მრავალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინი C-ს არ მოაქვს დადებითი შედეგი. 2012 წელს „კოკრანმა“ გააერთიანა 29 უდიდესი კლინიკური გამოკვლევების შედეგები და აჩვენა, რომ არ არსებობს ასკორბინის მჟავის პროფილაქტიკური ეფექტი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მუშაობენ უკიდურეს ექსტრემალურ სტრესში, მათი გაციების რისკი განახევრდა).
ე.ი. C ვიტამინი არ ეხმარება გაციებას, ან გრიპს და მით უფრო, კორონავირუსს. უფრო მეტიც, სულ უფრო და უფრო ახალი ინფორმაცია ჩნდება, რომელიც აფრთხილებს ვიტამინების ბოროტად გამოყენებაზე. წარმოიდგინეთ, „კოკრან“- ის კვლევამ დაადასტურა კავშირი C ვიტამინსა და ფილტვის კიბოს, ძუძუს კიბოს და პანკრეასის კიბოს შორის ქალებში. ხოლო ორსულთა მიერ A და E ვიტამინების მიღება, ცნობილი მტკიცებულებებით დამყარებული გინეკოლოგის ელენა ბერეზოვსკაიას თქმით, ზრდის ნაყოფში თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს.
ჯანჯაფილი: აღმართ-დაღმართის ისტორია

გახსოვთ ალბათ აჟოტაჟი ჯანჯაფილის ფასზე. როცა, ერთ-ერთი ცნობილი პროფესორის გამოსვლის შემდეგ, ის ათჯერ გაიზარდა? რამდენად გამართლებული იყო ეს? გარშემო იმდენი დაპირისპირება მოხდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწია ჩარევა.
ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკლ რაინმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ”გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ჯანჯაფილი, ისევე როგორც ციტრუსები (პირველ რიგში, ლიმონი) ეხმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, უსაფუძვლოა”.

”ყველაფერი, ის რაც ხალხს უკეთესად აგრძნობინებს თავს, იმედს აძლევს მათ, რომ მათ ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, ნამდვილად დადებითი მომენტია. თუმცა მცენარეული საშუალებების სასწაულებრივ თვისებებს არ უნდა დაეყრდნოთ ”, — თქვა მაიკლ რაინმა.
ამასთანავე, ჯანმო დაჟინებით მოითხოვს «ნუ გაერთობით თვითიმკურნალობით ნებისმიერი მედიკამენტებით, მათ შორის ანტიბიოტიკებით, COVID-19 პრევენციისთვის ან განკურნების მიზნით», ხოლო თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ: ხალხური საშუალებები არა მხოლოდ კორონავირუსს არ დაეხმარება, არამედ შეიძლება დააზიანოს ჩვენი ორგანიზმი. ამიტომ პროფილაქტიკას არ უნდა მიმართოთ საკუთარი ძალებით, მითუმეტეს თვითმკურნალობით, რადგან არ უნდა ენდოთ ყველაფერს, რაც ინტერნეტში ვრცელდება. გაიუმჯობესეთ განათლება, გადაამოწმეთ წყაროები, დაიცავით მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპები და იყავი ჯანმრთელი!

წყარო

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

თუ წამოდგომისას გონება გებინდება, გული გიჩქარდება… — გიორგი ღოღობერიძე

სტომატოლოგმა დაასახელა კბილებისთვის ყველაზე მავნე კანფეტები

რას ვშვრებით შეკრულობის დროს? — რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან

დატოვე კომენტარი