განცხადებები

ოპოზიციის მხრიდან არ იყო კომპრომისული ნაბიჯები — მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით, ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი არ ყოფილა.

მისივე თქმით, სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი.

„ოპოზიცია, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ, აქ მთავარია ფაქტები და სიმართლე. აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომლებიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ შესასრულებელ პირობებს, საიდანაც დიდ ნაწილზე იყო ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ნაწილზე კი, სადაც საკითხი ეხებოდა სამართლიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლას, ბუნებრივია ასეთი თემები ჩვენი მხრიდან არ განიხილებოდა. აქვე, გამოსავალი შეთავაზებული იყო ყველა პუნქტზე. ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი არ ყოფილა გადმოდგმული. მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო. პასუხი კითხვაზე გაცემულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«აეწვათ კუდები წინასაარჩევნოდ…»

roma sajaia

თბილისის საკრებულო ვარდების რევოლუციის მოედნისათვის სახელის გადარქმევას აპირებს

«დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის“… — გია გაჩეჩილაძე

დატოვე კომენტარი