განცხადებები

ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება — გიორგი ვაშაძე

ერთ შეხვედრაში არც ის ხდება და არც ეს ხდება, რაღა თქმა უნდა. პირველი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიციასთან ხელისუფლების ანგარიშგასაწევობის, ასე ვთქვათ, საკითხის ხაზგასმაა, როცა ეს შეხვედრა შედგა. მეორე, რა თქმა უნდა, მოწოდება არის შეთანხმებისკენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც რეალურად დღეს ქვეყანაში ხდება. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდზე მზად ვართ, მივიდეთ ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ არა, მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. მესამე რაუნდზე რომ მივალთ, ზუსტად ვიცი, მზაობა არის ოპოზიციის მხრიდან. ისინი დაფიქრდნენ, როგორც ჩვენთან იყო გზავნილები, ისე იქეთ იყო გზავნილები, რომ დეპოლარიზაცია და ეს კატასტროფული დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას. იყო მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამაზე ნამდვილად იყო საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება.

„ჩვენი მოთხოვნები ძალაშია. ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება და ჩვენ ავუხსენით, რომ ძალიან მარტივია ის მოწოდება, რომ სიტყვაზე ვთქვათ, პარლამენტში შევიდეთ და იქ რაღაცაზე ვიმსჯელოთ, თქვენც და საზოგადოებას გამოვლილი აქვს, რომ პარლამენტში სამწუხაროდ, არაფერი არ იცვლება. აქედან გამომდინარე, წინასწარ უნდა მოხდეს ყველა საკითხზე შეთანხმება, რომელზეც შეიძლება იყოს მსჯელობა პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ და რომელიც შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი. ის, რომ ჩვენ ავდგეთ, თავი დავადოთ და ვინმე შევიდეს პარლამენტში და მერე იქ საპარლამენტო ინიციატივები დავაყენოთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები, ხომ იცით, ეს სასაცილოა და ამაზე არავინ არ წავა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დღეიდან პირბადის ტარება აუცილებელი იქნება მხოლოდ დახურულ სივრცეებში

Joni Kvaracxelia

«არანაირი ძალის გადამეტება არ იყო, მე მგონია რომ დააკლეს კიდეც»-განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ 20 ივნისის აქციის სისხლიან დარბევაზე

ფრიდონ ინჯიამ პოზნერის ვიზიტი «ნაციონალურ მოძრაობას» დააბრალა

roma sajaia

დატოვე კომენტარი