არჩევნებიგანცხადებები

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები-ზურა ჯაფარიძე

გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნები რჩება.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მთავარ მოთხოვნაზე შეიძლება დაშენდეს სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება.

„მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები იმიტომ, რომ არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს გამოხატულ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას ასახავს. ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მერე შეიძლება დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ. მთავარი საკითხი არის ხელახალი არჩევნების საკითხი“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ქედს ვიხრი მისი გამძლეობის წინაშე და მინდა სიტყვა მივცე…»-სააკაშვილი მაჩალიკაშვილზე

Joni Kvaracxelia

ეუთოს მისიის თანაყავჯდომარეები ყარაბახში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითხოვენ

ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს სთხოვს, ვაქცინაციის პროცესში გვერდში დაუდგომას

დატოვე კომენტარი