covid-19განცხადებები

ომიკრონის» ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად და საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს-პაატა იმნაძე

ომიკრონის» ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა შტამი“, — ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

„საბედნიეროდ, დღეს არსებული მონაცემებით, „ომიკრონი“ სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა და კიდევ უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

მოწოდება არის კვლავ პირბადის ტარება და რაც მთავარია, აცრა, აცრა და აცრა არის ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევების დიდი რაოდენობა», — განაცხადა პაატა იმნაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს — ვის ადანაშაულებს მაგთიკომი ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში

Joni Kvaracxelia

ეპიდსიტუაცია რუსეთში

სამშობლოს ვერავინ შეგვიცვლის, ის ერთადერთია !

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი