სხვადასხვა

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის გაზრდილმა მოხმარებამ შესაძლოა «ენგურჰესის» მუშაობა შეწყვიტოს

„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ პირველ არხთან განაცხადა, რომ „ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგური მუშაობის გაჩერების საფრთხის წინაშე დგას:

„აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით გარკვეული ზომები თუ არ გატარდა, 5 მარტისთვის წყალსაცავში წყალი აღარ გვექნება. აქედან გამომდინარე, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგია ან რუსეთიდან უნდა შემოიტანოს, ან უნდა შეამციროს მოხმარება და გაუტოლოს რისი რესურსიც გვაქვს. რესურსი რომ ამოიწურება, ჰესი გაჩერდება. ამ დროისთვის, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 100 პროცენტით აფხაზეთს მიეწოდება. აფხაზეთის მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია და ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ალბათ, ორშაბათს გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ლევან მებონიამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

LIVE:ამ წუთებში ზუგდიდში დაპირისპირებაა-რა ხდება ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში?

Joni Kvaracxelia

„მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი… იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც“-თბილისში დედამ ჩვილი მიატოვა და წერილი დატოვა

სასიხარულო ამბავი ბათუმის ჰოსპიტალში, სადაც ერთდროულად 11 ბიჭი დაიბადა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი