«ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი «ქართული ოცნების» წევრებმა სცემეს და თავის არეში ჭრილობა მიაყენეს

0
452

ნაცემია ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

ბესო ქათამაძე «ქართული ოცნების» ოფისში დაიბარეს და სცემეს, როგორც თვითონ აცხადებს მას 5 ადამიანი ურტყამადა ,

თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მიღებული აქვს ჭრილობები.

ბესო ქათამაძემ რუსთავი 2-ის  ჟურნალისტთან განაცხადა, რომ:

„რაღაც საქმე ჰქონდათ, დამიბარეს და დამესხნენ თავს. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის წევრები, ჩამარტყეს თავში რაღაცა. 4-5 პირი იყო, გავითიშე ზუსტად არ მახსოვს. მიზეზი „ფეისბუქ“ აქტიურობისა და ჩემი აქტიურობის გამო.»

ბესო ქათამაძე გადაყვანილია შპს ”მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, როგორც ირკვევა  ჭრილობებზე დაედო ნაკერი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ