covid-19

ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ

სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებაშია აღნიშნული.

Loading…

ბრძანების მიხედვით, ფუნქციონირება უნდა განაგრძონ შემდეგმა ბიზნესოპერტორებმა: სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებმა (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარულიბაზრები); სურსათის სამაცივრე მეურნეობებმა; სურსათის წარმოება/გადამამუშავებელმა საწარმოებმა (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობებმა, ცხოველთა სასაკლაოებმა (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე))საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა, მხოლოდ მიწოდების სერვისით; ცხოველის საკვების გადამამუშავებელმა საწარმოებმა; სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორებმა (მათ, შორის იმპორტიორებმა); ვეტერინარულმა კლინიკებმა; ცოცხალი ცხოველების ბაზრებმა/ბაზრობებმა; ცხოველთა ფერმებმა; ვეტერინარულმა აფთიაქებმა/ვეტერინარული პრეპრატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტებმა; ზოომაღაზიებმა; პესტიციდებისა და აგროქიმიქატების აღიარებულმა საცალო/საბითუმო ობიექტებმა; სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიებმა; საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებმა.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით დაავადებული 30-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

მარნეულში დიდი სუფრა გაშალეს-დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის (ვიდეო)

ლევან ვარშალომიძის მამას კორონავირუსი აღმოაჩნდა, თვითონ ლევანს კი არა

დატოვე კომენტარი