განცხადებები

«ნუ გეშინიათ…ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება»-გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

«ნუ გეშინიათ ამ ახალი შტამის, ის არც ისე საშიშია, როგორც ამას მასმედია აზვიადებს !!!
პირბადე, ხელების დაბანა 20 წამი და ორმეტრიანი დისტანცია — ესაა, ახლა, კოვიდის საწინააღმდეგო წამალიც და ვაქცინაც ჩვენთვის!!!
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
ყველაფერი იქნება კარგად კი არა , ძალიან კარგად!!!
ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და დავიწყებთ აღმშენებლობას!!!
წარმატებული და ბედნიერი შობა- ახალი წელი , მეგობრებო!!!»

ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება. გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. მაისამდე რამენაირად გავძლოთ.

ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არ იქნება ძლიერი. იმედია, ამ მუტაციის შედეგად სექტემბერში უკვე დავამთავრებთ ამ კოვიდის თემას. ყველანი დავიღალეთ. მაგრამ სიფრთხილე მაინც გვინდა.

რა უნდა გავაკეთოთ?

კიდევ ერთხელ ვამბობ – ახალგაზრდებში 90%-ში საერთოდ არაფერი არ აწუხებთ, მაგრამ არიან კოვიდიანები. ასეთი რაღაცებიც ხდება. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, 2 თვე ვიყოთ გადამდები და სამიც. ეს ძალიან იშვიათია, მაგრამ ესეც ხდება. ამიტომ არის საჭირო პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია.

გთხოვთ, იყავით პოზიტიურები, იფიქრეთ კარგ ამბებზე, რადგან ნეგატივი ადამიანს ღუპავს.”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა

Joni Kvaracxelia

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს საქართველოში პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით

Joni Kvaracxelia

ოპოზიციაში ყველა არ არის სააკაშვილის და ბოკერიასნაირები-ირაკლი კობახიძე

დატოვე კომენტარი