მსოფლიოშიპოლიტიკა

ნორვეგია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრად აირჩიეს

დღეს ნორვეგია აირჩიეს გაეროს უსაფრთხოების წევრად 2021-2021 წლების პერიოდისთვის. «გვსურს მადლობა გადავუხადოთ გაეროს წევრ ქვეყნებს გამოცხადებული ნდობისთვის. მსოფლიო საჭიროებს მეტ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს პოზიციას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში»- განაცხადა ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, ერნა სოლბერგმა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დღეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი ახალი წევრი აირჩია 2021-2022 წლების პერიოდისთვის. ნორვეგიამ, ირლანდიამ და კანადამ თავიანთი კანდიდატურები წარადგინეს ორ ვაკანტურ ადგილზე, რომელიც დასავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების ჯგუფზე იყო გამოყოფილი. ნორვეგია აირჩიეს 130 ხმით, ხოლო ირლანდია — 128 ხმით.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ნორვეგიის მთავრობა პრიორიტეტს მიანიჭებს იმ სფეროებს, რომელშიც მას მეტი გამოცდილება და ცოდნა დაუგროვდა. ჩვენ გამოვიყენებთ სამშვიდობო მოლაპარაკებებში და შერიგების პროცესებში მიღებულ უდიდეს გამოცდილებას და შევეცდებით აღვადგინოთ ნდობა და კავშირები იმ რთულ კონფლიქტებთან მიმართებაში, რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დღის წესრიგში დგას.

ნორვეგია მჭიდროდ ითანამშრომლებს უსაფრთხოების საბჭოს ყველა წევრთან და ხელს შეუწყობს კონსტრუქციულ დიალოგს. ჩვენი პრიორიტეტია, გავაძლიეროთ ძალისხმევა სამოქალაქო პირების, მათ შორის, ბავშვების დაცვის კუთხით, ასევე გავზარდოთ ქალების როლი და მათი ჩართულობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.-ნათქვამია ნორვეგიის საელჩოს განცხადებაში

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კარანტინი გამოცხადდა ისრაელის 5 ქალაქში

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ფილტვების 70% დაინფიცირებულია

Joni Kvaracxelia

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა

დატოვე კომენტარი