განცხადებები

ნინო ბურჯანაძე ამერიკული ბაზების განთავსების წინააღმდეგია

გვინდა, რომ ორი დაპირისპირებული ბლოკის ბაზები იყოს ერთი ბეწო საქართველოში? არის რამე არგუმენტი, როგორ გაგვყავს რუსული ბაზა და როგორ შემოგვყავს ამერიკული? – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ შეუერთდა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას, რომელიც მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით გაავრცელეს.

ბურჯანაძის განმარტებით, როდესაც ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებაზე თავად ამერიკული მხარე არ საუბრობს, ამ თემის წამოწევა სწორი არ არის.

ამასთან, როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მას დამატებითი არგუმენტები სჭირდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება რუსული ბაზების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ზურაბიშვილმა პედოფილი შეიწყალა

რატომ გაუქმდა 15 მაისის აქცია?-ზაალ უდუმაშვილის განმარტება

roma sajaia

აფგან მუხთარლის საქართველოს პროკურატურაში თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს

დატოვე კომენტარი