მსოფლიოში

ნიკოლას მადუროსა და მისი მთავრობის წევრებს საბანკო ანგარიშები გაეყინებათ

ვენესუელას დიქტატორსა და მისი მთავრობის წევრებს საბანკო ანგარიშები გაეყინება, — ამის შესახებ განკარგულებას აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი.

ტრამპის განკარგულება ითვალისწინებს მადუროსა და მისი მთავრობის წევრების ყველა სახის აქტივის გაყინვას, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზეა განთავსებული.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, შეზღუდვა ვრცელდება ნიკოლას მადუროს მთელ ხელისუფლებაზე, მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პოლიტიკურ უწყებებსა და სახელმწიფო სტრუქტურებზეც კი. მათ შორისაა ვენესუელის ცენტრალურ ბანკი და სანავთობე კომპანიებიც.

მეტიც, ტრამპის განკარგულებით, ამერიკულ კომპანიებს და მოქალაქეებს მადუროს ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებთან საქმიანი ურთიერთობები აეკრძალათ.

შემზღუდავი ზომები ვრცელდება მადუროსთან თანამშრომლობაში უცხოელ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზეც.

შეგახსენებთ, რომ მადურომ ყველა სახის სახელმწიფო სტრუქტურა და მსხვილი ბიზნესი ხელში ჩაიგდო, როგორც საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა. მან ისევე გააღარიბა ხალხი და გააკოტრა ქვეყანა ზუსტად ისე როგორც საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა მოახერხა. ის ისევე, როგორც ივანიშვილი რეპრესიებით, ოპონენტების დევნითა და აჩევნების მანიპულირებით ინარჩუნებს დღემდე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ბენიამინ ნეტანიაჰუმ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

Joni Kvaracxelia

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება დილიდან სომხეთის მხრიდან ქალაქ ტერტერზე შეტევის შესახებ იუწყება.

Joni Kvaracxelia

20th century fox ოფიციალურად აღარ არსებობს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი