განცხადებები

ნიკა რურუას ძმა „მთავარი არხს“ 250 000 აშშ დოლარით დააფინანსებს

პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმა, გიორგი(ჟორიკა) რურუა „მთავარი არხს“ 250 000 აშშ დოლარით დააფინანსებს. გიორგი რურუამ, არხის ერთ-ერთი მეწილლისგან კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა.

სანაცვლოდ გიორგი (ჟორიკა) რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს. შეგახსენებთ, “მთავარი არხის“ საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფლობს, ხოლო 49% ეკუთვნოდა კახაბერ ანჯაფარიძეს. ანჯაფარიძე ნასყიდობის ამ ხელშეკრულების შემდეგ 46.5%-ს ფლობს, გიორგი რურუა 2.5%-ს, ხოლო გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელად რჩება.

წყარო:2020news.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დღეიდან ბადაგონის თბილისის ოფისებმა შეწყვიტა მუშაობა

Joni Kvaracxelia

ევორპული საქართველო ნებისმიერ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს — გიგა ბოკერია

შესაძლოა რუსეთმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი განაახლოს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი