სხვადასხვა

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

«ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს. უწყება განმარტავს, რომ დაბარების მიზეზი მათი გაფრთხილებაა. «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს უზრუნველსაყოფად შეიტანოს როგორც ფულადი თანხა, ასევე — ამ თანხის ექვივალენტური უძრავი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა — 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით», — აღნიშნავს პროკურატურა.

თავის მხრივ ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ მას.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თენგიზ კიტოვანი «რუსთავი2»-ის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მივიდა

რუსუდან კერვალიშვილი გაათავისუფლეს პატიმრობიდან

Joni Kvaracxelia

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა

roma sajaia

დატოვე კომენტარი