პოლიტიკა

ნიკა მელია დავით კეზერაშვილთან პარტნიორობას აპირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ფეისბუკ“-LIVE-ში უპასუხა მოქალაქეების შეკითხვებს. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობას. როგორც მელიამ განაცხადა, ბოლოს ორი კვირის წინ შეხვდა კეზერაშვილს და აპირებს მასთან თანამშრომლობას ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ნიკა მელიამ გაიხსენა კეზერაშვილთან პირველი შეხვედრაც, რომელიც ციხიდან მისი გათავისუფლების შემდეგ შედგა. ნიკა მელიამ გაიხსენა კეზერაშვილთან პირველი შეხვედრაც, რომელიც ციხიდან მისი გათავისუფლების შემდეგ შედგა. ცხადი იყო, რომ ჩემი სხვადასხვა დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ აწმყოში იყო სხვაგვარი და მცდარი, მაგრამ ამის მიღმა წარსულში ქექვას არ ვაპირებ. მქონდა ის პოზიცია, რომელიც მქონდა, მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, ჩემთვის არის მისაღები“, — თქვა მელიამ. როგორც ნიკა მელია აცხადებს, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ ჰყოფნის მხოლოდ გულანთებულობა და გულზე მჯიღის ცემა. მელია ამბობს, რომ არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას და ხელს არ შეუწყობს „ქართული ოცნების“ ოცნების ახდენას.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ქართული ოცნების»  ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარემ, ომარ მახარაძემ, «ქართული ოცნება» დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა

რატომ გადადგა სლოვაკეთის მთავრობა?

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა ქემოკლიძემ, დანიშვნიდან 20 დღეში თანამდებობა დატოვა

დატოვე კომენტარი