განცხადებები

ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია «მთავარი არხი» დააფუძნა

ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალი ტელეკომპანია დააარსა და მას «მთავარი არხი» ქვია. მისი თქმით, ის საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

«მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი 🤓

წილების ეს კომპოზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ 🤓❤️✌🏻» — წერს გვარამია.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«მისი არაკანონიერება არის ფაქტი, რომელსაც შედეგი მოჰყვება“ — ლინას ლინკევიჩიუსი

«მიწის ქვეშიდან ამოვთხრი და ათჯერ უფრო ღრმად დავმარხავ მას, ვინც ჩემ ოჯახს გაეკარება და თუნდაც რამე ზიანის მიყენებას გაიფიქრებს!!!!» — ვინ ემუქრება დავით ქაცარავას?

38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერს განცხადებით მიმართავს.

დატოვე კომენტარი