პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამაზე უნდა იმსჯელოს ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ-რას აცხადებს სალომე სამადაშვილი

«უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა. ძალიან სწრაფად მოხდა გირაოს თანხის შესაბამისად დაფარვა, სპეციალური გრანტის სახით. ეს არის პირდაპირ განაცხადი იმის შესახებ, რომ ნიკა მელია სწორედ პოლიტიკური დევნის ობიექტია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, ამ პოლიტიკური პატიმრის ციხიდან სწრაფად გამოსაყვანად, ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს ის გირაო, რომელსაც ხელისუფლება ითხოვს, შესაბამისად ნიკა მელიასგან…

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმსჯელოს ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რასაც ჩათვლიან საჭიროდ, რადგან პარლამენტში შემოსვლა ასევე გულისხმობს მიშელის მიერ მიღწეული შეთანხმების ხელმოწერას. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“. ალბათ უნდა იმსჯელონ და ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ»-განაცხადა დეპუტატმა სამადაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა

პრეზიდენტის დაფინანსება 2 მილიონი ლარით გაიზრდება

გიორგი ვოლსკი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს

დატოვე კომენტარი