განცხადებები

„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არასერიოზულია-შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი «ნაციონალურ მოძრაობაზე» საუბრობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არასერიოზულია. ააყირავეს მოლაპარაკებათა მაგიდა, არ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას და პატივი არ სცეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, როცა ჩამოსული იყო და მასთან შეხვედრაზე არც კი მოვიდნენ. დღეს მათ პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, მათ თავი დაიმკვიდრეს, როგორც რადიკალურმა პარტიამ, რომლის დღის წესრიგიც მხოლოდ რადიკალურია და მღელვარებაზეა აწყობილი. მათ აქვთ ორი გზა – ან აღიარონ დამარცხება და შემოვიდნენ პარლამენტში, მათ შორის თუ უნდათ, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმის პროცესში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ. 19 აპრილის შეთანხმება მაგიდაზე დევს და ევროკავშირის ოფისის მისამართი ყველამ იცის. პირველ რიგში, იქ უნდა მივიდნენ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რის შემდეგაც გახდებიან იმ დემოკრატიული პროცესის და რეფორმების ნაწილი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. აგონიაში არიან და ახლა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ»-განაცხადა  პაპუაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გამოავლინეს ტროლ-ბოტები, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ

Joni Kvaracxelia

«გრიგოლ ვაშაძე არის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც რეალისტური შანსები აქვს გამარჯვების»-სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

ქალბატონი სანდრა არის საქართველოს დედა- ქართველი ემიგრანტი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი