პროტესტი

ნაციონალური მოძრაობის» ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს მიხეილ სააკაშვილის თხოვნით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, «ნაციონალური მოძრაობის» ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

მოშიმშილეებს სააკაშვილის თხოვნა მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გააცნო. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუკი მოშიმშილეები შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას თავადაც მიმართავდა.

როგორც «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის თხოვნას ითვალისწინებენ და შიმშილობას წყვეტენ, თუმცა ამავე დროს, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.

«მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე», — განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, «ნაციონალური მოძრაობის» ოფისთან პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

FREE MISHA!! — 17 ქვეყანაში ჩატარებული საპროტესტო აქცია

Joni Kvaracxelia

ხვალ, 2 აგვისტოს კულტურის სამინისტროსთან დაანონსებულია საპროტესტო აქცია

Joni Kvaracxelia

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11:00 ზე გაიმართება

დატოვე კომენტარი