განცხადებები

ნაციონალური მოძრაობა მთავარი ანტიდასავლური ძალაა- თეა წულუკიანი

ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რაც არის მნიშვნელოვანი დღე სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანი ვიზიტი ქვეყნისთვის.

მისივე თქმით, ეს ორდღიანი ვიზიტი მორიგჯერ ადასტურებს აშშ-სა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„ცოტა შორს რომ გავიხედოთ, ვინც იმ დროს სტუდენტები, მოზარდები ვიყავით ან კიდევ უფრო უფროსები, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 30 წელზე მეტია, აშშ, დასავლეთი არის და დღესაც რჩება ჩვენი თავისუფლების, სისხლით მოპოვებული დემოკრატიის, დამოუკიდებლობის უმთავრეს მხარდამჭერად და ერთადერთ გარანტად, ასევე იმ ქართველი ხალხის გაცხადებული ორიენტაციისა და ცივილიზაციური არჩევანისა, რომელსაც საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ჰქვია. ამ ფონზე დღევანდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციისა და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში. ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინეს

G7-ის ლიდერები კატეგორიულად გმობენ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“, რომელსაც რუსეთი ყალბ საბაბად იყენებს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსი შეცვალოს

„ისინი რომ მიდიოდნენ, ვიცოდი…ეს მათი გადაწყვეტილებაა»-კახა კალაძე

დატოვე კომენტარი