განცხადებები

«ნაციონალური მოძრაობა» ბოროტების სახე იყო-დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

დეკანოზი ალექსანდრე  გალდავა  «ნაციონალუr მოძრაობაზე» ტვ იმედის ეთერში განცხადებას აკეთებს:

«ჩემი პირადი მოსაზრება, ხედვა არის სწორად ასეთი: «ნაციონალური მოძრაობა» ბოროტების სახე იყო, ვინაიდან მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი სისასტიკე და არაადამიანური მოპყრობა ხალხის მიმართ. საბჭოთა კავშირში, ბრეჟნევის ეპოქაში გავჩნდი და მაშინ იყო აკრძალული თემები, ჩაკეტილი სივრცე. მაგრამ ის, რომ ადამიანს მიცვალებულთან აბამდნენ მორგში ნამდვილად არ გამიგია არასდროს. ის, რომ კაცებს აუპატიურებდნენ, წარმოუდგენელია ნამდვილად. ჩემი განსაზღვრება ასეთია, რომელსაც თავზე არავის არ ვახვევ: რა შეიძლება, რომ არ გაეკეთებინა «ნაციონალურ მოძრაობას», სადამდე შეიძლებოდა რომ არ წასულიყო? რაღაც ზღვარი ხომ არსებობს?! ვერ ვხვდები რა არის ამ მოძრაობისთვის ეს ზღვარი», — განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ზურაბიშვილი უვარგისი ადამიანია…მე ვიცი რასაც ვაპირებ»-გიორგი ოთხმეზური (ვიდეო)

«ეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ»-გედევან ფოფხაძე

«ეს ბევრმა არ იცის საქართველოში…2 თვის წინ ვლადიმერ პუტინმა უთხრა ივანიშვილს…»-მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადება

დატოვე კომენტარი