მსოფლიოშიპროტესტი

ნავალნის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა

გერმანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ალექსეი ნავალნის ციხიდან განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ბრალდებით, 5 თებერვალს სამივე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ევროკავშირის წევრი სამივე ქვეყანა დიპლომატების გამოსვლებში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მათი გაძევება მკაფიო შეურაცხყოფა იყო ევროკავშირისა და მისი მთავარი დიპლომატის მიმართ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად პრესკონფერენციას მართავდა, როდესაც დიპლომატების გაძევების შესახებ გახდა ცნობილი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რობერტ რედფილდი განცხადებას ავრცელებს

ვინ არის გოგონა, რომელმაც რუსული პასპორტი საჯაროდ დაწვა

Joni Kvaracxelia

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 26,95 დოლარამდე გაიზარდა

დატოვე კომენტარი