განცხადებები

«მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევიდეთ პარლამენტში, თუ ჩვენ ამას გვეტყვის ჩვენი ამომრჩეველი»-გია ბარამიძე

 

«მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევიდეთ პარლამენტში, თუ ჩვენ ამას გვეტყვის ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. მათი გამოკითხვის საშუალებას მოგვცემს 21 საუკუნის ტექნიკური შესაძლებლობები, „ფეისბუქი“ იქნება თუ სხვა.

ჩემი ინიციატივაა, რომ მხოლოდ ასე უნდა ჩატარდეს ეს გამოკითხვა და გადაწყვეტილება მხოლოდ ასე უნდა მიიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ არ გვინდა რომ ხალხის ნდობა დავკარგოთ და თუ არ გვინდა, რომ მნიშვნელოვანი ბზარი გავაჩინოთ პარტიაში. როგორც თავის დროზე მივიღეთ პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ახლაც ასევე უნდა მივიღოთ ჩვენი რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების იმ ელექტრონული იდეების პრაიმერისით, რომლის ჩატარების საშუალება გვაქვს და ესაა ჩვენი წინადადება პოლიტსაბჭოს მიმართ. იმედია, პოლიტსაბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას»-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არიან დაშავებულები»

ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ბელარუსში ასიათასობით მხარდამჭერის მობილიზება-ემანუელ მაკრონი

«ტიკტოკი» და «ვიჩატი» საფრთხეს წარმოადგენენ — მაიკ პომპეო

დატოვე კომენტარი