სხვადასხვა

მტკვარში ბავშვი დაიხრჩო

საგანგებო სიტუააციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მდინარე მტკვარში 10 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო.

«საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ «112»-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყონებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველების მისვლისას, 1 მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა. მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა  და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი»-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

უკიდურესი დაძაბულობა პარლამენტში-დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ(ვიდეო)

9 წლის გოგონა საქანელადან გადმოვარდა და გარდაიცვალა

სოფელ ლიაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა-იხილეთ ფოტოები

დატოვე კომენტარი