ანალიტიკაპუბლიკაციები

მსოფლიო და საქართველო პროპაგანდის მავთულხლართებში

დღესდღეობით, საზოგადოება ცხოვრობს ისეთ ეპოქაში, სადაც პოლიტიკა თითოეულ ჩვენგანს ეხება პირდაპირ თუ ირიბად. ნებისმიერ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი, მეგობართან სატელეფონო საუბარი, ქუჩაში სეირნობა, მაღაზიაში პროდუქტის ყიდვა თუ სხვა რამ, პირდაპირპროპორციულია პოლიტიკის და მასთან არსებული განხორციელების გზებთან. უძველესი დროიდან პოლიტიკის განხორციელების და ბრძოლის ეფექტურ ხერხად პროპაგანდა მიიჩნევა, რა არის პოლიტიკური პროპაგანდა? როგორ ხორციელდება ის? რა განვითარება ჰპოვა მან დროსთან ერთად? კითხვები, რომლებიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაგვიჩნდეს, პირველ რიგში ,დავიწყოთ იქიდან, რომ პროპაგანდა — ეს არის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას და განამტკიცოს ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ხელსაყრელი იქნება პროპაგანდისტისათვის და ხელს შეუწყობს მისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას.

პროპაგანდა მხოლოდ ილუსტრაციებით არ გამოიხატება, დროთა ცვალებადობასთან ერთად, დაიხვეწა მისი მეთოდოლოგია და აქტიურად გამოიყენება „სიტყვა“, როგორც პროპაგანდის ერთ-ერთი სახე, მოდით ამერიკის დინებას გავყვეთ და მაგალითი ამ სახელმწიფოდან ავიღოთ, ამერიკიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი, საკმაოდ კარგად იყენებდა სიტყვას, როგორც პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილს, ამაზე მიგვანიშნებს მისი არაერთი საჯარო გამოსვლა, რომელიც ყოველთვის სრულდებოდა ორი მთავარი სიტყვით: „ბოროტების იმპერია“, ამ ტერმინს რეიგანი საბჭოთა კავშირის დისკრედიტაციისთვის აქტიურად იყენებდა და თან საზოგადოებაში აქტიურად ამყარებდა და ავრცელებდა ამ აზრს. მალე პროპაგანდამ საქართველოს კარებიც გააღო და ჩვენს საზღვრებშიც შემოაღწია, რუსეთი ოკუპანტია ამის არ აღნიშვნა წარმოუდგენელია ჩემს თემაში, მითუმეტეს, მაშინ, როცა ის აქტიურად იყენებს პროპაგანდას საქართველოში, რათა მოსახლეობაში მოახდინოს ევროპელი პარტნიონების მნიშვნელობისა და რაობის დაკნინება. რუსეთი რომ პროპაგანდას აქტიურად იყენებს და ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში მცდარი აზრის ჩამოაყლიებას, ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გავრცელებული მითი, თითქოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიურ ცდებს ატარებს, რაც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, თუმცა, ჩვენდა საუბედუროდ, მოსახლეობის აზრის ფორმირებას ხელი შეუწყო საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ერთ-ერთი პოლიტიკური პროპაგანდის ხერხი წარმოაჩინა.

Loading…

გარდა ამისა, რუსეთი მუდმივად უპირისპირდება პროპაგანდით ევროკავშირს, რადგან ის მასში დიდ კონკურენტს ხედავს და ამავდროულად საქართველოს დიდ მეგობარსაც, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი, წარმატებული, დემოკრატიული, თანასწორი საზოგადოების შექმნისათვის, რაშიც აუცილებლად გვჭირდება ევროპის დახმარება, რუსეთი პროპაგანდას აძლიერებს, მაგალითად, „ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის“ ან და, ევროკავშირი აიძულებს საქართველოს, შემოიღოს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომელიც გზას გაუკაფავს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინებას.” ეს ხომ სასაცილო და მცდარია, თუმცა მოსახლეობის ემოციურ განწყობაზე აღნიშნული ციტატა მოქმედებს.

ყველაზე ცუდი და დამახინჯებული რუსული პროპაგანდა ეხება 2008 წლის ომს, როდესაც ისინი ომის დაწყებაში ადანაშაულებენ ქართულ მხარეს, რეალობა კი სრულიად სხვაა, ომი რუსეთმა დაიწყო და პირველმა გახსნა ცეცხლი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

პოლიტიკური პროპაგანდა ძლიერი ინსტრუმენტია საზოგადოების მართვის, დროის ცვალებადობასთან ერთად, პროპაგანდამ ასახვა ჰპოვა ლიტერატურაშიც, ფილმშიც და მუსიკაშიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნებაც იქცა პოლიტიკური ამინდის და ბრძოლის არეალის მთავარ აქტორად.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპაგანდა მუდმივად იცხოვრებს ჩვენს გვერდით, მთავარია მას ეფექტურად ვებრძოლოთ, რათა არ მოხდეს საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება.

ვანო გომურაშვილი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

თევდორე სუსანინი – გმირის დაკოპირებული ისტორია

Joni Kvaracxelia

ევროპა უკვე შლის ტრამპს საკუთარი თავდაცვის სურათიდან

Joni Kvaracxelia

რას წერდა ზვიად გამსახურდია ეკლესიაში მიმდინარე მაშინდელ მოვლენებზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი