სხვადასხვა

მსახიობ სალმა ჰაიეკის მილიარდერმა ქმარმა ნოტრ-დამის რესტავრაციისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მთელი მსოფლიო აღაშფოთა.

მსახიობ სალმა ჰაიეკის მილიარდერმა ქმარმა ტაძრის რესტავრაციისთვის  100 მილიონი ევრო გამოყო, ფრანგმა ბიზნესმენმა ფრანსუა-ანრი პინომ ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში.

მეხანძრეები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის  ჩაქრობას დაახლოებით 9 საათი ცდილობდნენ, ადგილზე 400 მეხანძრე და 15 სპეციალური ამწევი სახანძრო მანქანა მუშაობდა.

გადარჩენილია ტაძრის საკურთხეველი, მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა თუმცა სახურავი კი  მთლიანად დამწვარია.

აღსანიშნავია რომ ტაძრის სტრუქტურა სრული განადგურებისგან გადარჩენილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა ტაძრის აღსადგენად კამპანიის დაწყებისთვის.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

42 000 ლარი ნაძვის ხისთვის-თელავის მერიამ თანხა აგვისტოში გამოჰყო

ახალგაზრდა «ლიდერთა ინიციატივის» ცენტრალური ოფისი თბილისში გაიხსნა

Joni Kvaracxelia

იწვევს თუ არა ვაქცინა უშვილობას?-ექიმის განმარტებები

roma sajaia

დატოვე კომენტარი