განცხადებები

«მოძღვარს, ან იერარქს ამა თუ იმ პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ პირადი სიმპატია ექნება, , ეს მის მართლმადიდებლობას არანაირად არ ეწინააღმდეგება»-მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“  განცხადება გააკეთა:

„მართლმადიდებელ ადამიანს, თუნდაც, მოძღვარს, ან იერარქს თუ ამა თუ იმ პარტიის, თუ პიროვნების, პოლიტიკოსის მიმართ პირადი სიმპატია ექნება, რა თქმა უნდა, ეს მის მართლმადიდებლობას არანაირად არ ეწინააღმდეგება. ეს არც მართლმადიდებლურ დოგმატებთან მოდის წინააღმდეგობაში. რაც შეეხება ქართულ ეკლესიას, ის ერთიანი, ძლიერი, მართლმადიდებელი საქართველოს მოკავშირეა და ყოველთვის საქართველოს სულიერი გაჯანსაღების მოკავშირე იქნება,

სრული ნდობა მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს ეკუთვნის. თუ რომელიმე პარტია მართლმადიდებლური აზროვნებით ეკლესიასთან დიალოგში მოვა და საშინაო, თუ საგარეო საკითხებზე შეჯერებული პოზიციები გვექნება, ერთადერთი გადარჩენა ეს არის და ამ ღვთივკურთხეულ მიწაზე ამის საუკეთესო მაგალითი გვაქვს, როცა ჭყონდიდელი და აღმაშენებელი ამას ახერხებდნენ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

ივანიშვილი მილიონებს ხარჯავს ხეების განადგურებაში, მმართველი გუნდი კი მოსახლეობას გათბობის მიზნით ტყის გაჩეხვაზე რეგულაციებს უმკაცრებს

Joni Kvaracxelia

«საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია გვაქვს…»-პაატა იმნაძე

roma sajaia

მამუკა ბახტაძემ ზეწოლის შედეგად შეწირა 20 000 ლარი “ნაციონალურ მოძრაობას“-არჩილ თალაკვაძე

დატოვე კომენტარი