ანალიტიკაპუბლიკაციები

«მოყვარეები მიშას დავით აღმაშენებელს ადარებენ, რაც მისი მტრების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. შევადაროთ ემოციების გარეშე …»

მიხეილ სააკაშვილი ან ძალიან უყვართ, ან ძალიან სძულთ. ანუ მის მიმართ გულგრილი არ არის არავინ. ასეთი ხვედრი იშვიათია. მოყვარეები დავით აღმაშენებელს ადარებენ, რაც მისი მტრების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს.
შევადაროთ ემოციების გარეშე .. საქმენმან შენმან გამოგაჩინოსო.
დავითმა ალაგმა ფეოდალები, გაათავისუფლა გლეხობა და ვაჭრობა ფეოდალების დიქტაქტისგან, ჩვენებურად «კრიშაობისგან», გააერთიანა ქვეყანა, დააწესა საგადასახადო სისტემა და ქვეშევრდომები მხოლოდ ხაზინაში იხდიდნენ გადასახადებს, მსტოვრების მძლავრი ინსტიტუტი რეალურად იყო საგადასახო სამსახური, გადასახადები არავის რომ არ დაემალა. დავითმა იმდროინდელ მსოფლიოს შესთავაზა საქართველო როგორც ევროპა აზიის დამაკავშირებელი ჰაბი და ეს წინადადება იქნა მიღებული.
ამ დავითისდროინდელ რუკაზე სოხუმს ჰქვია სან სებასტიანო, ანუ მთლიანდ ევროპელ ვაჭრებს დაუთმო ქალაქი და აბრეშუმის გზა მუშაობდა სრული დატვირთვით. ევროპელი ჯვაროსნები თავისივე ვაჭრების ინტერესების დამცველად გვერდში ედგნენ დიდგორზე, ანუ ევროპასთან ერთად დაიცვა საქართველო.
სასტიკად სჯიდა არატოლერანტობას, სასტიკად სჯიდა ქურდობას და განსაკუთრებით ქარავნების ძარცვას, უცხოელების მიმართ უპატივცემულობას. . შედეგად ქვეყანა გაძლიერდა. ქართველები ცხოვრობდნენ თავისუფალ ქვეყანაში, გაძლიერდნენ და გამრავლდნენ. სწორედ ამ თავისუფლებაში დაიწერა შედგომ «ვეფხისტყაოსანი».
რა გააკეთა მიშამ?
დავითის საფლავზე დადო ფიცი. შეეცადა აელაგმა დღევანდელი ფეოდალები, ერთია რომ სარზე წამოცმის უფლება არ ჰქონდა, ალაგმა კორუფცია და რეალურად გამოაჩინა ბიუჯეტის ქურდობის მასშტაბები. ბიუჯეტი ასე სწრაფად რომ გაათმაგდა, ნიშნავდა იმას რომ ბიუჯეტამდე არმისული იპარებოდა მილიარდები. რასაც მას პირადად ბიუჯეტის ქურდები არ აპატიებენ არასდროს და მიშასადმი სიძულვილის მთავარი მიზეზი არის სწორედ ამაში.

დაიწყო ქალაქი ლაზიკის გაშენებაზე საუბარი…ანუ შესთავაზა მსოფლიოს იგივე ჰაბი რაც დავითმა. ააშენა აბრეშუმის გზის სიმბოლო პარლამენტის შენობა დავითის ქალაქ ქუთაისში. დაიწყო ყარსი ახალქალაქის, სარკინიგზო გზის მშენებლობა. ოღონდ დავითის დროს მონღოლურ-რუსულ-საბჭოური იმპერია არ არსებობდა. არც სოხუმი და არც ნიკოფსია, ტუაფსე რომ ჰქვია დღეს, არ იყო მიტაცებული. ქართული მიწები პირადაპირ ემიჯნებოდა ევროპას ყირიმისა და კიევის გავლით. ფსოუს იქით მიწებს ყირიმამდე ჯიქეთი რომ ჰქვია ცოტა ვინმემ იცის.
ანუ მიშას ამდენი ფუფუნება, ევროპასთან სახმელეთო გზა არ ჰქონია რაც დავითს, დიდგორის მოგება უფრო ადვილი იყო, ვიდრე რამდენიმე საუკუნე გამაგრებულ ჩამოყალიბებული ბირთვული იმპერიის დამარცხება, რომელსაც ქართული მიწები უკავია.
რა ვერ გააკეთა მიშამ?
ბაზრის გათავისუფლება ვერ გააკეთა როგორც ეს გააკეთა დავითმა. რაც არის კიდევაც მოქალქეების გათავისუფლების გარანტიაც. კაპიტალმა აჯობა, კაპიტალმა არ მისცა ბაზრის გათავისუფლების უფლება. შიდა და გარე კაპიტალი იყო მიშას მოწინააღმდეგე და მტერი. ეს კი ურთულესი თემაა და ასე მარტივად ვერ გაამტყუნებ.
ასე რომ რაც მიშამ გააკეთა ქვეყნისთვის დავითის ღვაწლზე არანაკლებია როგორც მინიმუმ. მგონია თავადაც ვერ აცნობიერებს ბოლომდე რაოდენ დიდი…
კაპიტალმა და დღევანდელმა ფეოდალ-ნომენკლატურულმა კლასმა მოახერხა რევანში.
ოღონდ მიშას საქართველომ აიძულა მსოფლიო დაეწყო დავითისდრონდელი გეოპოლიტიკური წესრიგის, აბრეშუმის გზის აღდგენა. რაც არ ყოფილა ბოლო ხუთი საუკუნე. ამიტომაც ვერ გვექნებოდა და არც გვქონდა საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო არც ჩვენ და არც უკრაინას. ანუ მიშას მმართველობის შედეგად სამყაროს მოწყობა შეიცვალა.
საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და აზიისთვის ყველაზე მომგებიან გეოპოლიტიკურ წყობას და წესრიგს აბრუნებს მსოფლიო. აბრეშუმის გზის აღდგენაზე მუშაობს. რაც არის იმის გარანტია რომ რევანში დროებითია და ვერ დაბრუნდება მოსკოვის მფლობელობაში საქართველო.
ჩვენ, საქართველოს, არაფერი არავისგან სამათხოვრო არ გვჭირს.
ჩვენ კი არ უნდა ვეხვეწოთ, ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოს და ევროპას საუკეთესო, ყველაზე მომგებიან და სარგებლიან მოწყობას ქვეყნებს შორის ეკონომიკურად პოლიტიკურად თუ კულტურულად.
მთავარია დღევანდელი ცივილიზებული მეთოდებით ვისწავლოთ კაპიტალის ალაგმვა და დავნერგოთ რეალური კონკურენტული გარემო.
მიშას კონკურენციის მნიშვნელობა უნდა ესმოდეს პირველ რიგში, საქართველოში დემოკრატია თუ უნდა. არადა რომ უნდა დემოკრატია ამაში ეჭვი არ მეპარება, ბევრი რამე გააკეთა დემოკრატიისთვის და ქვეყნისთვის.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ» — დათო ტურაშვილი

Joni Kvaracxelia

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ჯერ ლიდერთა შორის არ არის — თეიმურაზ ზაქრაძე

მოკვდა ქართული პოლიტიკა

დატოვე კომენტარი